ჩოგბურთი

17:11 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესაძლოა როლან გაროსზეც ვერ ითამაშოს

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესაძლოა როლან გაროსზეც ვერ ითამაშოს, რადგან ტურნირში მონაწილე ჩოგბურთელებს ვაქცინაციის სერთიფიკატი დასჭირდება.

ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინიანიუმ განაცხადა: „ვაქცინაცია საჭირო იქნება ყველასთვის, გულშემატკივრებისთვის, სპორტსმენებისთვის, პროფესიონალებისთვის, არაპროფესიონალებისთვის, ფრანგებისთვის და უცხოელებისთვისაც“, - თქვა მან.

ამრიგად, დიდი შანსია, რომ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ კიდევ ერთი დიდი სლემის ტურნირი გამოტოვოს.

აქვე გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს როლან გაროსი კარიერაში ორჯერ, 2016 და 2021 წლებში აქვს მოგებული, მთლიანობაში კი მის ანგარიშზე დიდი სლემის 20 ტიტულია.

0.117583