ფეხბურთი

11:38 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსელომ "რეალში" სერხიო რამოსს გადაასწრო და ჰენტოს რეკორდი გაიმეორა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მარსელომ ფრანსისკო ჰენტოს რეკორდი გაიმეორა და ბრაზილიელი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა.

ესპანეთის სუპერთასი მარსელოსთვის „რეალში“ 23-ე ტიტული გამოდგა, რითაც ლეგენდარულ ჰენტოს გაუტოლდა, რომელსაც ასევე 23 ტიტული აქვს მოგებული და „სამეფო კლუბში“ უკეთესი შედეგი არავის აქვს.

მესამე ადგილზე სერხიო რამოსია 22 ტიტულით, მეოთხეზე მანოლო სანჩიჩი (21), თუმცა, ისინი „რეალში“ აღარ თამაშობენ და მარსელოს მიმდინარე სეზონშივე შანსი აქვს რეკორდი ერთპიროვნულად ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან თამაშობს და ხუთ-ხუთჯერ მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, ოთხ-ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის სუპერთასი და ორჯერ ესპანეთის თასი. „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბილბაო“ ლუკა მოდრიჩისა და კარიმ ბენზემას გოლებით 2:0 დაამარცხა.

0.117454