სხვა

13:55 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კატარი: "ბედნიერიც ვარ და უბედურიც, გიგა ჭიკაძე დიდი მეტოქე იყო"

კლევინ კატარმა გიგა ჭიკაძესთან ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველი მეტოქე შეაქო. როგორც კატარმა აღნიშნა, ჭიკაძე ძალიან ძლიერი და რთული მეტოქე იყო.

„რატომღაც თავს ორნაირად ვგრძნობ: საშინლად, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ბედნიერად. არ ვიცი, ეს ფანტასტიკურია. გიგა ძალიან ძლიერი მებრძოლია, UFC-ში 7 მოგებული ბრძოლა ჰქონდა, ყველაფერი სწორად გააკეთა. ბევრი გულშემატკივარი მწერდა, მაგრამ მთავარი საკუთარი თავის რწმენაა.

მიხარია, რომ გავიმარჯვე, უბრალოდ მჭირდებოდა კიდევ ერთი შანსი. გიგა ნამდვილი პროფესიონალია და ჩემთვის დიდი მეტოქე იყო, ეს ბრძოლა ჩემი თავის გამოცდა იყო და დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი დივიზიონის სათავეშია. ამ მომენტში არავის გამოწვევა არ მინდა, უბრალოდ მსურს ჩემს ძმას დაბადების დღე მივულოცო, გუშინ ჰქონდა. მიხარია, რომ დავბრუნდი“, - თქვა ჭიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს მოგებული და პირველი მარცხი განიცადა. 33 წლის ქართველი ნახევრადმსუბუქ წონის რეიტინგში მერვე ადგილზეა.

0.14897