ანდრეი შევჩენკო „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. უკრაინელმა სპეციალისტმა იტალიურ კლუბში ზუსტად ორი თვე იმუშავა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა.
ამ პერიოდში „ჯენოამ“ ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. „შევასთვის“ გენუურ გუნდში ბოლო თამაში იტალიის თასზე, „მილანის“ წინააღმდეგ შედგა (1:3). აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გამარჯვება გუნდმა სწორედ თასზე, „სალერნიტანასთან“ მოიპოვა (1:0), ხოლო სერია A-ში 9 მატჩიდან 3 ფრეს დასჯერდა და 6-ჯერ მარცხი განიცადა, რის შედეგადაც კლუბი 12 ქულით მე-19 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკოს „ჯენოამდე“ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში აქვს ნამუშევარი, რომელიც ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.