UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განმარტა, თუ რატომ აირჩიეს ავსტრალიელი მებრძოლის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეტოქედ ჩუნგ ჩან სონი, იგივე კორეელი ზომბი და არა ქართველი გიგა ჭიკაძე.
მოგეხსენებათ, ტრავმის გამო ამერიკელმა მაქს ჰოლოვეიმ ტრავმის გამო UFC 272 ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, სადაც ვოლკანოვსკის უნდა შეხვედროდა, მაგრამ მის ნაცვლად ავსტრალიელი კორეელს ზომბს გაეჯიბრება.
„რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. იყო პრობლემა და მისი მოგვარება გვჭირდებოდა. ეს უნდა გაგვეკეთებინა. მინდოდა დავლოდებოდით ჭიკაძეს და გვენახა როგორ დასრულდებოდა მისი ბრძოლა. მაგრამ, საკითხავია, გაიმარჯვებს თუ არა. ჩხუბის მერე როგორ იქნება, იქნება ჯანმრთელი? შეუძლია სწრაფად დაბრუნება? ნახეთ, კორეელმა ზომბმა ახლახან მოიგო ბრძოლა, ის რეიტინგში მეოთხე ნომერია, მან ეს უბრალოდ დაიმსახურა“, - თქვა დანა უაითმა.
შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძეს UFC-ში შვიდი ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო. 33 წლის ქართველი 16 იანვარს კალვინ კატარს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის ხუთეულში შევა.