მიუნხენის "ბაიერნმა" 18 წლის სამხრეთკორეელი ნახევარმცველი ჰიუნ-იუ ლი იჯარის წესით "პჰოჰან სტილერსიდან" დაიმატა. ახალგაზრდა მოთამაშე ერთი წელი ითამაშებს კლუბის აკადემიაში და ამის შემდეგ "რეკორდმაისტერებს" ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
ლი სამხრეთ კორეის 14, 15 და 16 წლამდელების ნაკრების წევრი იყო და 18-წლამდელთა გუნდის წევრობის კანდიდატია. მშობლიური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში ჰიუნ-იუს ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გაიტანა.