მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი გარკვეული პერიოდი ვერ ითამაშებს, რადგან კანადელ ფეხბურთელს მიოკარდიტი აღმოაჩნდა (გულთან დაკავშირებული დაავადება).
ამის შესახებ ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა.
„ალფონსო დევისს რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს, რადგან კორონავირუსზე დადებითობის შემდეგ მცირედი მიოკარდიტი აღმოაჩნდა. დრამატული არაფერია, მაგრამ მას მოუწევს დასვენება. ზუსტად არ ვიცით, იქონია თუ არა ამ პრობლემაზე გავლენა კორონავირუსმა. არსებობს ამის შანსი, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ალფონსო დევისმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 6 საგოლე პასი მიითვალა.