ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონის წინ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა და გამოცდილი ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე დაიმატა.
27 წლის ფეხბურთელმა იმერულ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ის ბოლოს თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, რომლის მაისურით გასულ სეზონში 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
სანდოხაძეს „ტორპედოში“ 2012-2014 წლებშიც უთამაშია, გარდა ამისა, მას „დინამო თბილისში“, „სამტრედიაში“, ლვოვის „კარპატიში“, ლატვიურ „რიგასსა“ და „საბურთალოში“ უთამაშია.