ფეხბურთი

14:52 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" არტურის გადაბირებასთან ახლოსაა

ბრაზილიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ არტურ მელო შესაძლოა ლონდონის „არსენალში“ გადავიდეს.

25 წლის ფეხბურთელით ინგლისური გუნდი სერიოზულ ინტერესს იჩენს და მზადაა თავის რიგებში იახლოს. საუბარია მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო გარიგებაზე გამოსყიდვის ვარიანტით.

არტურმა უკვე თანხმობა განაცხადა, რომ ლონდონში გადავიდეს, რადგან „იუვენტუსში“ სათამაშო დრო შეზღუდული აქვს. იტალიელებიც არ არიან წინააღმდეგი ნახევარმცველი გაუშვან, მაგრამ მანამდე მისი შეცვლელის პოვნა სურთ.

შეგახსენებთ, არტური „იუვენტუსში“ 2020 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და მას შემდეგ 44 მატჩში თავის 1 გოლით გამოჩენა მოახერხა.

0.113764