თამაშგარე

12:39 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამბერ ჰერდი სპორტულად ცხოვრობს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ამბერ ჰერდი 35 წლისაა და სხეულის ფორმებს ძველებურად ინარჩუნებს. ამის მიზეზი ამბერის სპორტული ცხოვრების წესია და როგორც ჩანს ეს ქალი მამაკაცებსაც იმის შესაბამისად არჩევს, მის მიერ თვალდადგმული ოყლაყი რამდენად ჯანსაღად ცხოვრობს.

ამბერ ჰერდიმ ერთ-ერთ ამერიკულ ბულვარულ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ზედაც კი არ უყურებს მამაკაცებს რომლებსაც დილით ვარჯიში და ზოგადად სპორტული ფორმის შენარჩუნება ეზარებათ. ასეთი მამრნი ამ ქალის აზრით საწოლშიც მოდუნებულები და ზანტები არიან.

ჰოლივუდური ამბების კარგად მცოდნე ხალხმა ცხადია უწყის, რომ ამბერ ჰერდი სამი წლის მანძილზე ლეგენდარული ჯონი დეპის ცოლი გახლდათ. დაშორების შემდეგ, ამბერს ჯონის ქონებიდან მთელი შვიდი მილიონი დოლარი დარჩა. დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჯონის ცოლის სპორტული ვნებები ნაკლებად ესმოდა. არადა, ისეთ უცნაურსაც რას ამბობს?...

0.142779