ფეხბურთი

15:24 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა „ხიმკიში“?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გია გრიგალავა, შესაძლოა, მალე მოსკოვის ოლქის „ხიმკიში“ გადავიდეს - გვამცნობს sport-express.ru

32 წლის გრიგალავა ბოლო დრომდე ტულის „არსენალში“ (2017-21) თამაშობდა, თუმცა გასულ ზაფხულს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

საინტერესოა, რომ „ხიმკის“ ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, იგორ ჩერევჩენკო, გიას სწორედ „არსენალიდან“ იცნობს.

გრიგალავას საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაუტარებია.

0.116372