ბრაზილიელი ფეხბურთელი გაბრიელ მარტინელი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ლონდონის "არსენალის" დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგოც "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ხმების 47 პროცენტი მიიღო და აღნიშნულ ნომინაციაში მარტინ ოდეგორსა და ბუკაიო საკას აჯობა.
მარტინელიმ გასულ თვეში ექვსი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე გაბიმ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ოთხი გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მარტინელი "არსენალში" 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს.