სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:00 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ორი სერბი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ სერბი ფეხბურთელები, მილან რადინი და სტეფან დენკოვიჩი დაიმატა. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

მილან რადინმა ბათუმელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გასულ სეზონში „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა და 31 მატჩში თავი 4 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. 30 წლის სერბს მანამდე „ნოვი სადის“, „რადნიჩკის“, „ვოივოდაჩის“, „პარტიზანის“, „აქტობესა“ და „კორონას“ რიგებში აქვს ნათამაშები.

30 წლისაა თავდამსხმელი დენკოვიჩი, რომელსაც 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ბოლოს ყაზახურ „კაისარში“ ირჯებოდა და 28 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. დენკოვიჩს მონტენეგროს მოქალაქეობაც აქვს და ამავე ქვეყნის 21 წლამდე ნაკრებში სამჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.138459