ჩოგბურთი

11:09 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, მაგრამ AUS Open-ზე წყვილებში ითამაშებს

ეკო გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი კიმბერლი ბირელის შეხვდა და ორ სეტში 2:6, 1:6 წააგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ გორგოძემ მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მატჩი კი 1 საათისა და 4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

თუმცა, ეკო ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მაინც იასპარეზებს, ოღონდ წყვილთა თანრიგში.

0.117753