ფეხბურთი

23:32 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩავის "ბარსელონა" მომწონს, გუნდს სწორი იდენტობა აქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის წინ კომნეტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მას ჩავის „ბარსა“ მოსწონს და გუნდს სწორი იდენტობა აქვს.

„მომწონს ჩავის „ბარსელონა“, რადგან გუნდს მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშოს. ჩავი კლუბის იდენტობას იცავს და მათ კარგი სერია აქვთ, მისი იდეებით გუნდი უკეთესი ხდება. 17-ქულიანი სხვაობა თამაშზე თუ აისახება. თამაში იწყება 0:0 ანგარიშით, ყველაფერი თანაბრად დაიწყება, როგორც „კამპ ნოუზე“, როცა ჩავი „ბარსელონაში“ ჯერ კიდევ არ იყო“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი მადრიდის „ატლეტიკო“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110837