აფრიკის თასის პირველ ტურში ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ალჟირის ნაკრებმა მოულოდნელად სიერა ლეონეს ნაკრებს ვერ მოუგო (0:0).
ეს 22 წლის მეკარე, მოჰამედ კამარას დამსახურებაა, რომელმაც 8 სეივი მიითვალა და კარის მშრალად შენახვა შეძლო. ახალგაზრდა კიპერი საფინალო სასტვენის შემდეგ მუხლებზე დაეცა და ფრე ისე იზეიმა, თითქოს გამარჯვება მოეპოვებინათ, თუმცა, ეს ლოგიკურია.
კამარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და როდესაც პრიზის ასაღებად და ინტერვიუს მისაცემად მივიდა, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. 22 წლის კიპერი, ისევე, როგორც მისი ბევრი თანაგუნდელი, სამშობლოში, „ლიონსის“ ღირსებას იცავს.
ცხადია, რომ მოჰამედ კამარას ალჟირთან მატჩი არასდროს დაავიწყდება და შესაძლოა, მისი კარიერა ამ დღემ შეცვალოს კიდეც.