ფეხბურთი

11:49 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკმა ახსნა, რატომ არ ითამაშა რონალდუმ „ასტონ ვილასთან“ სათასო მატჩში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ არ ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ ასოციაციის თასის 1/32 ფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ.

„მატჩისწინა ვარჯიშზე ვესაუბრე რონალდუს. მან მითხრა, რომ ბოლო ორი დღეა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. ამიტომ, აღარ გავრისკეთ. სათასო მატჩი ხომ შეიძლება 120 წუთიც გაგრძელდეს.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა საკლუბო ტელეარხს.

„მანჩესტერმა“ „ასტონ ვილას“ 1:0 მოუგო და შემდეგ რაუნდში „მიდლსბროს“ შეხვდება.

0.066117