ცნობილი გახდა, როდის შედგება ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს დებიუტი „ასტონ ვილაში,“ რომელიც ინგლისურმა კლუბმა „ბარსელონასგან“ იჯარით აიყვანა.
Sky Sports-ის ცნობით, კოუტინიომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა ბრიტანეთში სამუშაო უფლებას ელოდება. ბრაზილიელი პარტნიორებს 12 იანვარს შეუერთდება. მისი დებიუტი კი ბირმინგემულ კლუბში 15 იანვარს შედგება, პრემიერლიგის 22-ე ტურში, როცა „ასტონ ვილა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო და გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, წლების წინ ერთად თამაშობდნენ „ლივერპულში.“