ჯირო დ’იტალიას ჩემპიონმა და ტურ დე ფრანსის ყოფილმა (2019) ჩემპიონმა, კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა, გუნდ „ინეოს გრენადერსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააგრძელა.
24 წლის კოლუმბიელს, ბოლო ორ სეზონში პერიოდულად წელის პრობლემები აწუხებს, რის გამოც, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას ვერ ახერხებს. მაგრამ ახალი სეზონის წინ, ტრავმები მოიშუშა და ფრანგულ ტურზე მეორე გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
გასულ სეზონში, „ინეოს გრენადერსმა“ ის ტურ დე ფრანსზე არ გამოიყვანა და ჯიროზე გაამწესა. ახალ სეზნში კი მათი მიზანი პარიზში ტრიუმფით შესვლაა.
„ძალიან მინდა ტურზე დაბრუნება. გასულ სეზონში ის ჯიროს გამო გამოვტოვე. ამ სეზონში კი დავბრუნდები, რაც ძლიერ მახარებს. მინდა, კარგად მოვემზადო. ახალი კონტრაქტით, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან წლებს აქ გავატარებ. ეს ჩემთვის საუკეთესო წლები იქნება და მინდა, ეს დრო, ამ გუნდთან ერთად გავატარო“ , - განაცხადა ბერნალმა, ვინც „ინეოსში“ უკვე ოთხი სეზონი გაატარა.