ჩოგბურთი

20:59 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მამა: "ნოვაკს ვერაფერი დააჩოქებს"

ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და მათ შორის, კომენტარი მამამისმა, სრდან ჯოკოვიჩმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნოლეს“ ვერაფერი დააჩოქებს.

„მადლობა მთელს მსოფლიოს სწორი აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. იგივეს აკეთებს ნოვაკი და მისი ოჯახი იბრძვის მისთვის და მისი უფლებებისთვის. მას ვერაფერი არაფერი დააჩოქებს. ბევრი რამ მოხდა, ძალიან რთული იყო, ის არის საოცარი ახალგაზრდა, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია. ის ყოველთვის ცდილობს ხალხს დაეხმაროს და არა პირიქით. მაგრამ აშკარაა, რომ ამ სამყაროს ძლევამოსილებს არ მოსწონდათ, რომ ის პატარა და ღარიბი ქვეყნიდანაა. ისინი ფიქრობდნენ, რომ დაჯილდოვებულნი იყვნენ ღვთაებრივი ძალით და არ მოსწოთ, რომ ასეთი კარგი ბიჭი მათ ბურჟუაზიულ სპორტში საუკეთესოა“, - თქვა ჯოკოვიჩის მამამ.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო, მაგრამ ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს აქვს უფლებამოსილება, რომ ის ქვეყანაში არ შეუშვას და დეპორტაცია გაუკეთეს. ყველაფერი საბოლოოდ უახლოს დღეებში უნდა გაირკვეს, რადგან ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება.

0.119645