ფეხბურთი

19:37 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" სერჟიო ოლივეირას ტრანსფერი შეათანხმა

იტალიურმა „რომამ“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია სერჟიო ოლივეირას ტრანსფერთან დაკავშირებით.

29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა, სულ მალე რომში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

„რომას“ ოლივეირა სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, მაგრამ რომალებს მისი გამოსყიდვა ზაფხულში 13.5 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

სერჟიო ოლივეირას „პორტუში“ 168 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი, მას ასევე უთამაშია „ბეირა-მარში“, „მეხელენში“, „პენაფიელში“, „პასუშ ფერეირაში“, „ნანტსა“ და პაოკ-ში.

0.112611