მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლოს მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სურს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშოს და მხოლოდ ამაზეა ორიენტირებული.
„მოხარული და მადლობელი ვარ, რომ მოსამართლემ ჩემი ვიზა არ გააუქმა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც გასულ კვირას მოხდა, მინდა აქ დავრჩე და ვეცადო ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა. ჯერ კიდევ ამაზე ვარ ორიენტირებული. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მეთამაშა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, დიდებული ფანების წინაშე. ამ დროისთვის მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მადლობა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად იყავით და შთამაგონებთ, რომ ძლიერი ვიყო“, - წერს სერბი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოში გამარჯვების მიუხედავად, ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაცია მაინც შესაძლებელია, ამის უფლება ემიგრაციის მინისტრს აქვს.