ჩოგბურთი

10:29 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე ჩაერთვნენ.

ბოლქვაძემ ძირითად ბადეში მოხვედრის შანსი უკვე დაკარგა, რადგან რუმინელ ირინა ბარასთან ორ სეტში უშანსოდ, 1:6, 4:6 წააგო. სხვათა შორის, ბარა ჩვენთვის ნაცნობი ჩოგბურთელია, რადგან წყვილთა თანრიგში გორგოძესთან ერთად წარმატებით ასპარეზობს.

თავის მხრივ, სწორედ გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეშია, რადგან შვეიცარიელ ლონი კუნგს სამ სეტში მოუგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი 1:6 წააგო, მაგრამ პირველი და მესამე სეტი ერთნაირი ანგარიშით, 6:3 მოიგო და საბოლოო გამარჯვება იზეიმა. გორგოძე ნახევარფინალში ავსტრალიელ კიმბერლი ბირელს დაუპირისპირდება.

0.113721