შვეიცარიის ადელბოდენში გამართული სლალომის რბოლა, ბევრისთვის მოულოდნელად, ავსტრიელმა იოჰანს შტროლცმა მოიგო. მისთვის ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.
29 წლის შტროლცი ადრე არასდროს გასულა მე-10 ადგილზე მაღლა. ამის გამო, მიმდინარე სეზონისთვის, ის მსოფლიო თასზე მონაწილე ავსტრიის ოფიციალურ გუნდში არ შეიყვანეს. ამის გამო, რბოლებზე საკუთტარი ხარჯებით გამოსვლა უწევს. ადელბოდენის სლალომისას, მან 0.17 წამით აჯობა ავსტრიელ მანუელ ფელერს. ამ მოგებით, მან ავსტრიის ოლიმპიურ გუნდში ადგილიც მოიპოვა.
„უბრალოდ, დაუჯერებელია. ვეცადე, რაც შემეძლო უკეთ გამოვსულიყავი და ზღვარზე მესრიალა. ყველაფერი კარგად გამომივიდა. ადრე ბევრჯერ პრობლემა შემქმნია, მაგრამ ამჯერად ეს შევძელი. მოკლედ, ბედნიერი ვარ“, - განაცხადა შტროლცმა, ვისი მამა, ჰუბერტ შოლცი, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონია.
ავსტრიელმა პირველი ცდა მეშვიდე შედეგით დაასრულა, მეორე ცდაზე კი, მის წინ მყოფი ექვსივე მეტოქე ჩამოიტოვა. პირველი ცდის შემდეგ საუკეთესო დრო ავსტრიელ ფაბიო გშტრაინს ჰქონდა. მაგრამ მეორე ცდაზე, შუა დისტანციაზე შეცდომა დაუშვა და აპარეზობას გამოეთიშა. თუმცა, ასეც რომ არ მომხდარიყო, შტროლცს მაინც ჩამორებოდა.