ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერმა ფეხბურთელმა თავისი ადგილი და ის ხელფასი უნდა დაიმსახუროს, რომელსაც მოითხოვს.
„ჩვენ ვთქვით, რომ თებერვალში ისევ დავსხდებით ფეხბურთელებთან ერთად. იქამდე დროა სიტუაციის შესაფასებლად. ახლა თებერვლამდე ბევრი თამაში გვაქვს და მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი ადგილი უნდა დაიმსახუროს, უნდა დაამტკიცოს რა არის მისი ღირებულება. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, შემდეგ კი ყველაფერი თამაშებში გამოჩნდება“, - თქვა არივაბენემ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და მისი კონტრაქტი 6 თვეში იწურება. ჯერჯერობით, არგენტინელსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება როგორც ჩანს მიღწეული არ არის.