აფრიკის ეროვნებათა თასის 2022 წლის გათამაშებამ სტარტი აიღო და გახსნით მატჩში ტურნირის მასპინძელმა კამერუნმა ბურკინა ფასოს უმასპინძლა.
აფრიკის თასის პირველი გოლი ბურკინა ფასოელმა ფეხბურთელმა გუსტავო სანგარემ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ პირველივე ტაიმში ვითარება შეიცვალა.
მე-40 წუთზე ვინსენ აბუბაკარმა გაათანაბრა, რომელმაც 45-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში აბუბაკარმა მესამეც შეაგდო, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, კამერუნის ნაკრებმა 2:1 მოიგო და ტურნირი გამარჯვებით გახსნა.
აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში დღეს ეთიოპია კაპე ვერდეს შეხვდება.