ფეხბურთი

13:50 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსენი შესაძლოა "ტოტენჰემში" დაბრუნდეს

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი შესაძლოა ლონდონის „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ Todofichajes იტყობინება.

ერიქსენმა დეკემბერში მილანის „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. სკანდინავიელი ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას აპირებს და რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი მიზანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშია.

გავრცელებული ცნობით, „დეზები“ ერიქსენის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რადგან მას ბოლო ორი სეზონი „ინტერში“ ავარჯიშებდა.

ერიქსენს მილანური გრანდის დატოვება მოუწია, რადგან იტალიაში კარდიოსტიმულატორის მქონე მოთამაშეებს თამაშის უფლება არ აქვთ. 29 წლის დანიელი „ტოტენჰემში“ 2013-2020 წლებში ირჯებოდა და 305 მატჩში 69 გოლის გატანა მოახერხა.

0.127577