კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ესპანელ ჟურნალისტ ლუის კანუტს უპასუხა, რომელმაც Onze-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ესპანელი მცველი „ბარსაში“ ხელფასის სახით 28 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
როგორც კანუტმა განუცხადა, მიუხედავად „ბარსას“ ფინანსური პრობლემებისა და პიკეს ხელფასის შემცირებისა, ესპანელი ფეხბურთელი მაინც ძალიან მაღალ გასამრჯელოს გამოიმუშავებს. თუმცა, პიკემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 6 თვის ხელფასის ქვითარი, რომელშიც ჩანს, რომ მას 30 დეკემბერს, დაახლოებით 2.4 მილიონი ევრო ჩაერიცხა, რას მისი ნახევარი წლის ხელფასია.
„მსგავსი ადამიანები საზოგადოებრივ ტელევიზიებში თავიანთი მეგობრების დასაცავად მიდიან. ეს არის ჩემი ხელფასის 50%, რომელიც 30 დეკემბერს დაირიცხა. საკუთარი თავის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ“, - წერს პიკე ტვიტერში.
შეგახსენებთ, ჟერარ პიკე „ბარსელონას“ აღზრდილია, კარიერის საწყის ეტაპზე იჯარით „მანჩესტერსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა, ხოლო 2008 წლიდან კატალონური გრანდის უცვლელი წევრია.