სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:21 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„გრანადამ“ და „ბარსელონამ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

დღეს, 8 იანვარს, ესპანური პრიმერას მე-20 ტურის მატჩში „გრანადამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. დანი ალვესის პასით ლუკ დე იონგმა გაიტანა. თუმცა, კატალონიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ამას გავის გაძევებამაც შეუწყო ხელი, რომელმაც ორი ყვითლის გამო მინდორი 79-ე წუთზე დატოვა.

ზუსტად 10 წუთში გრანადელმა შუახაზელმა ანტონიო პუერტასმა გაათანაბრა.

ახლა „ბარსელონა“ 32 ქულით ცხრილში მე-6 ადგილზეა. 24-ქულიანი „გრანადა“ კი მე-12 ადგილზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.101651