ფეხბურთი

20:51 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ „ევერტონს“ სანჩესი უფასოდ შესთავაზა

მილანის „ინტერის“ 33 წლის შემტევმა, ალექსის სანჩესმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს - გვამცნობს Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა ჩილელი „ევერტონს“ უფასოდ შესთავაზა. მიზეზი? „ინტერს“ სახელფასო ფონდის განტვირთვა სურს. სანჩესს კი საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს.

სანჩესი „ინტერში“ 2020 წლიდან თამაშობს, სადაც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან.“

მილანურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.111586