„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ბენჟამენ მენდი 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურების 7 შემთხვევაში ბრალდებული ფეხბურთელი სასამართლომ გაათავისუფლა, მაგრამ უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესებზე გამოცხადება კიდევ მოუწევს.
მენდი წინასწარ პატიმრობში აგვისტოდან მოყოლებული იმყოფებოდა. ფეხბურთელის დანაშაულის ფაქტები 2020-2021 წლებით თარიღდება, პირველი ბრალი კი 26 აგვისტოს წაუყენეს.
შეგახსენებთ, ბენჟამენ მენდი „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს, მანამდე სახელი მარსელის „ოლიმპიკსა“ და „მონაკოში“ გაითქვა.