ჩოგბურთი

21:08 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ATP-ის თასის ფინალშია

ესპანეთის ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის გუნდი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სანაკრებო თასის ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა.

პირველ შეხვედრაში პაბლო კარენო-ბუსტამ იან ზიელინსკი 6:2, 6:1 დაამარცხა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში რობერტო ბაუტისტა-აგუტმა ჰუბერტ ჰურკაჩს მძიმე ბრძოლაში 7:6, 2:6, 7:6 სძლია და ესპანეთი ფინალში გაიყვანა. წყვილთა შორის კი ფორმალურად ქცეული შეხვედრა პოლონელებმა მოიგეს.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსეთი და კანადა დაუპირისპირდებიან. ერთეულთა შორის წინასწარი განრიგით დენის შაპოვალოვი რომან საფიულინს შეხვდება, ხოლო ფელიქს ოჟე-ალიასიმე - დანილ მედვედევს.

ესპანეთი ATP-ის თასის ფინალში მეორედ გავიდა და შეეცდება პირველად მოიგოს ტურნირი. რუსეთი კი ზედიზედ მეორე ფინალისთვის და ტრიუმფისთვის აპირებს ბრძოლას.

თეგებიATP-ის თასი
0.142972