სხვა

3:45 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კობაიაში ოთხი მთის დიდ სლემს ვერ შესწვდა

იაპონელ ტრამპლინდან მხტომელ რიოიუ კობაიაშის, ოტხი მთის ტურნირის დიდი სლემის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ტურნირის ბოლო ეტაპი, რომელიც ავსტრიის ბიშოფსჰოფენში ჩატარდა, მეხუთე ადგილზე დაასრულა. გამარჯვება ავსტრიელმა დანიელ ჰუბერმა მოიპოვა. კობაიაშიმ კი ოთხი მთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

იაპონლ მხტომელს შანსი ჰქონდა, გამხდარიყო პირველი, ვინც ოთხი მთის პრესტიჟულ ტურნირს, კარიერაში მეორედ მოიგებდა. მაგრამ საბოლოოდ ჰუბერს, ვის გამარჯვებასაც არავინ ელოდა, ცხრა ქულით ჩამორჩა. ჰუბერმა არამხოლოდ ოთხ მთაზე, არამედ საერთოდ, მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მას 4.4 ქულით ჩამორჩა ნორვეგიელი ჰალვორ ეგნერ გრანერუდი, ვინც მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე კი გერმანელი კარლ გაიგერი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 4.9 ქულით ჩამორჩა.

მსოფლიო თასის 28-დან 13 ეტაპის შემდეგ, კობაიაში გაიგერს 55 ქულას უგებს.

0.492213