ავტოსპორტი

2:48 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა ალ ატიასთან ჩამორჩენა შეამცირა

დაკარის მეხუთე ეტაპი სამხრეთაფრიკელმა ჰენკ ლატეგანმა მოიგო, სებასტიან ლოებმა კი ლიდერ ნასერ ალ ატიასთან ჩამორჩენა 35 წუთამდე შეამცირა. „ტოიოტა გაზოოს“ ლატეგანს რბოლის პირველ ნწილში, მძღოლის მხარეს კარი დაუზიანდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ბოლომდე შეძლო ლიდერობის შენარჩუნება.

ლოები მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალ ატიასთან ჩამორჩენა სამი წუთით შეემცირებინა. „ტოიოტათი“ მოასპარეზე ყატარელი მრბოლი ამჯერად მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა.

„პირველ საკონტროლო წერტილამდე, პრაქტიკულად ღია კარით ვიასპარეზე. მერე მისი დამაგრება შევძელი, მაგრამ ამის შემდეგ, კარის გაღება შეუძლებელი გახდა. მალე საბურავიც დაგვეშვა. ამიტომ, ნავიგატორის მხრიდან გადმოვძვერი, რათა ბორბალი შეგვეცვალა. მოკლედ, გიჟური დღე გვქონდა. და არც მჯერა, რომ ეტაპი სწორედ ჩვენ მოვიგეთ“, - განცხადა ლატეგანმა.

როგორც წინა ეტაპის გამარჯვებულს, ალ ატიას ეტაპის გახსნამ მოუწია, რამაც საქმე გაურთულა. მეხუტე ეტაპი მოტოციკლისტებს არ დაუწტიათ, რომელთა მიერ დატოვებული კვალიც, ავტომობილისტებს ნავიგაციაში ეხმარება ხოლმე. ამით ისარგებლა ლოებმა, ვინც უშუალო მეტოქეს, დიუნებზე გავლისას გაასწრო.

„ჩვენ მას რამდენიმე წუთი ამოვუქაჩეთ. რბოლის დაწყებამდე, სწორედ ამას ვისახავდი მიზნად. დღეს უფრო მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ლოებმა.

„აუდის“ ორმ ტიტულოვანმა მრბოლმა, სტეფან პეტერანსელმა და კარლოს საინსმა ისევ დრო დაკარგეს. ესპანელის ელექტრულ ჰიბრიდზე ამორტიზატორი დაზიანდა და ფრანგი მის დასახმარებლად გაჩერდა.

მოტოციკლების კლასში, პირველ გამარჯვებას მიაღწია მოტო გრანპრის ყოფილმა პილოტმა და დაკარის დებიუტანტმა, იტალიელმა დანილო პეტრუჩიმ. მან ავსტრალიელი ტობი პრაისის ექვსი წუთით დაჯარიმებით ისარგებლა. ლიდერობა კი ბრიტანელმა სემ სანდერლენდმა შეინარჩუნა.

0.114236