ჩოგბურთი

21:24 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მამა: "იესოს მსგავსად ნოვაკის ჯვარცმას ცდილობენ"

ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვილ შექმნილ სკანდალურ სიტუაციას მამამისი, სრდჟან ჯოკოვიჩი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მისი შვილის მდგომარეობა იესოს ჯვარცმას შეადარა. გარდა ამისა, მან ავსტრალიის პრემიერმინისტრ სკოტ მორისონს მიმართა და თქვა, რომ ისინი ხალხი არ არიან.

„მათ იესო ჯვარზე გააკრეს, მაგრამ ის გადარჩა და მისი სული ჯერ კიდევ ცოცხალია. ანალოგიურად ცდილობენ ნოვაკის ჯვარცმას, დაუფასებლობას, მუხლებზე დაჩოქებას, რაც უნდათ, იმას აკეთებენ.

თქვენ, შორეული და ულამაზესი ქვეყნის სახელოვანი პრემიერმინისტრი იქცევით თქვენი პრინციპების შესაბამისად, რაც ჩვენთან და ჩვენს შეხედულებებთან საერთო არ არის. ჩვენ ხალხი ვართ, მაგრამ თქვენ, ბატონო, არა“, - ციტირებს ჯოკოვიჩის მამის სიტყვებს The Age.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო ავსტრალიაში შესვლის უფლება არ მისცეს და იზოლირებული ჰყავთ. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში გამონაკლისის სახით, არავაქცინირებულს სურდა და ტურნირის ორგანიზატორთა მხრიდან ნებართვაც მიიღო, მაგრამ მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

0.117106