48 წლის ქართველმა სპეციალისტმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ დაინტერესბულია რუსულ „კრასნოდარში“ მუშაობით, თუმცა კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია.
„საინტერესო იქნებოდა ასეთ გუნდში მუშაობა. „კრასნოდარი“ კარგი კლუბია. ადრე მათ წინადადებით მომმართეს. ახლა არავინ დამკავშირებია.“ - ციტირებს არველიძის სიტყვებს „РБК-Спорт.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 იანვარს, „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობამ კლუბიდან მთავარი მწვრთნელი, ვიკტორ გონჩარენკო, ასევე მისი თანაშემწეები: ვასილი ბერეზუცკი და ალეკსანდრ ერმაკოვიჩი გაათავისუფლა.
რუსული მედია კლუბის მთავარმწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ჩვენს შოთა არველაძეს ასახელებს.