ჩოგბურთი

0:46 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მამა: "ჩემს შვილს ნახევარ საათში თუ არ გაუშვებენ, ქუჩებში შევიკრიბებით"

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის საზღვარზე შეაფერხეს და ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ავსტრალიის მესაზღვრეებმა დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი მელბურნის აეროპორტში სავიზო შეცდომის გამო დააკავეს. ჯოკოვიჩი ავსტრალიაში შესვლას ცდილობდა ვიზის ტიპით, რომელიც ამის საშუალებას არ იძლევა. ჩოგბურთელი ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება აეროპორტში იზოლირებული, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯოკოვიჩის მამამ, სრდჟან ჯოკოვიჩმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი შვილი ტყვეობაში ჰყავთ:

„წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ჩემი შვილი მთელი 6 საათია ტყვეობაში ჰყავთ. ეს უკვე თავისუფლებისთვის ბრძოლაა, არა მარტო ნოვაკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თუ ჩემს შვილს ნახევარ საათში არ გაუშვებენ, ქუჩებში შევიკრიბებით, ეს ყველასთვის ბრძოლაა“, - უთხრა სერბულ მედიას ნოვაკის მამამ.

ბოლოს გავრცელებული ცნობით, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის უფლება არ მისცეს და ვიზა გააუქმეს. სერბი ჩოგბურთელი ვაქცინირებული არაა, ქვეყანაშიც ამიტომ არ შეუშვეს. არადა, თავდაპირველი ცნობით, ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და ნოვაკს ტურნირზე თამაშის ნება დართეს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ გამოგდა და "ნოლეს" ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

0.120122