ჩოგბურთი

16:06 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაკშისა და მეტრეველის დუეტმა ციციპასისა და პერვოლარაკისის წყვილი დაამარცხა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP Cup-ზე ასპარეზობა დაასრულა, თუმცა, საბერძნეთის ნაკრებთან წყვილთა თანრიგის დაპირისპირება მოიგო.

ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტმა სტეფანოს ციციპასისა და მიხაილ პერვოლარაკისის წყვილს 4:6, 6:3, 16:14 აჯობა. შედეგად, საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა, რადგან იქამდე მეტრეველმა პერვოლარაკისთან წააგო, ხოლო სუნთქვის პრობლემების გამო ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასთან შეხვედრა პირველივე სეტში შეწყვიტა და მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილი დაიკავა, რადგან საბერძნეთამდე არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთნაირი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ATP Cup-ზე მეორედ ითამაშა. გასულ წელსაც ქართველებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს, მაგრამ მაშინ სამი მატჩიდან ერთის მოგება (ურუგვაისთან) მოახერხეს.

0.159643