ფეხბურთი

0:30 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

მიუნხენის „ბაიერნში“ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამჯერად კორონავირუსი ლეროი სანესა და დაიო უპამეკანოს დაუდასტურდათ.

ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობენ. მანამდე „რეკორმდაისტერში“ ექვს ფეხბურთელს დაუდასტურდა კოვიდ-19: ლუკას ერნანდესს, ტიანგი ნიანზუს, მანუელ ნოიერს, კორენტინ ტოლისოს, კინგსლი კომანსა და ომარ რიჩარდსს.

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩი 7 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს, მაგრამ შესაძლოა, თამაში გადაიდოს.

0.115966