ფეხბურთი

22:28 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ ლაპორტას ჰოლანდის "ბარსელონაში" გადაყვანის პირობა მისცა

"ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის შეძენაზე მუშაობს. ინფორმაციას Cuatro ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის აგენტს მინა რაიოლას ერლინგის ტრანსფერის პირობებზე სიტყვიერად შეუთანხმდა. ფეხბურთელის აგენტმა პირობა დადო, რომ თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში მომავალი სეზონიდან ითამაშებს, თუ ესპანელებს ტრანსფერისთვის საკმარისი ფული ექნებათ. ლაპორტა და რაიოლა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და თბილ, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 21 წლის ჰოლანდმა 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფორვარდს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, Transfermarkt თავდამსხმელს 150 მილიონ ევროდ აფასებს.

0.118915