ფეხბურთი

14:52 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „ვულვზთან“ შინ 1980 წლის შემდეგ პირველად წააგო

პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში, გასულ ორშაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპიმძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ჟოაუ მოუტინიუმ გაიტანა 82-ე წუთზე.

პორტალი OptaJoe გვამცნობს, რომ მანკუნიანელები „მგლებთან“ ბოლო 11 საშინაო მატჩის განმავლობაში პირველად დამარცხდნენ. ასევე, ეს მანჩესტერელთა პირველი წაგება გახლდათ „ოლდ ტრაფორდზე“ 1980 წლის შემდეგ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში19 მატჩის შემდეგ 31 ქულით „იუნაიტედი“ ცხრილში მე-7 ადგილზეა.

0.11042