სხვა

2:02 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმმა მუხლის ტრავმა მიიღო

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი იძულებული გახდა, ახალი სეზონისთვის მზადება შეეწყვიტა, რადგან ვარჯიშისას მუხლის ტრავმა მიიღო. როგორც ველომრბოლი ამბობს, ეს ტრავმა, ინტენსიური ვარჯიშის შედეგია.

„დაახლოებით ათი დღეა, რაც მუხლის გარე მხარეს ტკივილები მაქვს. ეს მაშინ იგრძნობა, როდესაც პედლებს ვატრიალებ. სამწუხაროდ, რაც ვარჯიშს დავუბრუნდი, მეტისმეტად ინტენსიურ რეჟიმში ვიყავი და შესაძლოა, გართულებაც ამის შედეგია“, - ამბობს ფრუმი და დასძენს, რომ ახლა არ იცის, თუ სად დაიწყებს ახალ სეზონს.

2019 წელს, მაღალ სიჩქარეზე მომხდარი ინციდენტისას, ფრუმმა მრავლობითი ტრავმა მიიღო, რის მკურნალობასაც ბევრი დრო დასჭირდა. 36 ველომრბოლმა შარშან ტურ დე ფრანსზე „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენთან“ ერთად იასპარეზა და მხოლოდ 133-ე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.114444
სარეკლამო ადგილი - 99
X x X