ფეხბურთი

23:44 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტიაგო სილვამ ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელი „სტემფორდ ბრიჯზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სამხრეთამერიკელ მცველს კლუბთან ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ მის განახლებაზე შეთანხმებას მხარეებმა ადვილად მიაღწიეს.

„ჩელსიში“ თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. არასდროს მიფიქრია, რომ ამ შესანიშნავ კლუბში 3 წელი ვითამაშებდი, ამიტომ, მიხარია, რომ კიდევ ერთი სეზონი დავრჩენი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, კლუბს და რომან აბრამოვიჩს შესაძლებლობების მოცემისთვის. მე გავაგრძელებ ყველაფრის გაცემას კლუბისა და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, მას შემდეგ, რაც ჩელსიში მოვედი“, - თქვა სილვამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

37 წლის ტიაგო სილვა ჩელსიმ 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მან ლონდონური გუნდის ღირსება დღემდე 56 მატჩში დაიცვა და 4 გოლის გატანა მოახერხა. სილვას ასევე უთამაშია ჟუვენტუდეში, დინამო მოსკოვში, ფლუმინენსეში, მილანსა და პარი სენ-ჟერმენში.

0.131832