„მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად ფილიპ კლემენი დაინიშნა. ინფორმაცია მონეგასკების ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
კლემენმა ნიკო კოვაჩი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 1 იანვარს დაითხოვეს. 47 წლის ბელგიელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფილიპ კლემენი აქამდე „ვაასლანდ-ბევერენში“, „გენკსა“ და „ბრიუგეში“ მუშაობა და სამჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი. „მონაკო“ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა, კლემენის დებიუტი კი 9 იანვარს, „ნანტთან“ შედგება.