ყაზანის „რუბინის“ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ხვიჩა კვარაცხელია იბრძვის, თუმცა Busines-gazeta-ს გამოკითხვაში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა ინ ბომ ჰვანის შემდეგ.
კვარაცხელიას აღწერაში ხსენებული წყარო წერს, რომ გასაკვირი არ იქნება თუ ხვიჩა ზამთარში ინგლისში გადაბარგდება.
"რუბინის" მთავარმა ვარსკვლავმა ბრწყინვალედ ჩაატარა 2020-2021 წლების სეზონის მეორე ნახევარი და დაეხმარა გუნდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაში. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში წასვლა სურდა, უკავშირებდნენ „მილანს“, „ევერტონს“, „ტოტენჰემს“, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ახლა ქართველი ყაზანში მოწყენილია და საკუთარ თამაშს დიდი ხანია ეძებს, მაგრამ მის მიმართ ინტერესი მაინც დიდია - ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ზამთარში ინგლისში გაემგზავრება და ყველა ვინანებთ, რა ვარსკვლავი დაკარგა რუსულმა ფეხბურთმა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 17 შეხვედრაში თავი 1 გოლით და 3 გოლით გამოიჩინა. 2021 წლის მიწურულს 20 წლის შემტევ ნახევარმცველს აქტიურად „ევერტონს“, „საუთჰემპტონსა“ და „ვესტ ჰემს“ უკავშირებდნენ, თუმცა, ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით სიახლე არ არის.