ჩოგბურთი

15:07 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა პოლონეთთან წააგო

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ზე მეორე ტურში პოლონეთის ნაკრებთან უშანსო მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოაკლდა და ლიდერის გარეშე დარჩენილმა გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგ ვერ გაუწია - 0:3.

ალექსანდრე მეტრეველი ჰუბერტ ჰურკაჩთან 7:6, 3:6, 1:6 დამარცხდა, წყვილთა თანრიგში კი სჟიმონ ვალოვისა და იან ზიელინსკის დუეტმა ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილს 6:7, 6:2, 10:6 მოუგო. ალექსანდრე ბაკში ერთეულთა თანრიგში კამილ მაიხჟაკთან 1:6, 1:6 დამარცხდა და შედეგად უშანსო მარცხი - 0:3.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში არგენტინასთანაც 0:3 წააგო, ხოლო ბოლო ტურში 5 იანვარს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.113085