სხვა

5:09 | 2.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კობაიაშიმ ოთხი მთის მეორე ეტაპიც მოიგო

იაპონელმა ტრამპლინიდან მხტომელმა რიოიუ კობაიაშიმ, გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში, ოთხი მთის ტურნირის მეორე შეჯიბრიც მოიგო და შეინარჩუნა იმის შანსი, რომ ეს ტურნირი დიდი სლემით დაასრულოს.

კობაიაშიმ სულ რაღაც, 10 სანტიმეტრით აჯობა გერმანელ მარკუს აიზენბიხლერს. კობაიაში პირველივე ნახტომის შემდეგ დაწინაურდა, მეორე ნახტომი კი ბოლომ შეასრულა და სტარტამდე იცოდა, რომ კონკურენტად მხოლოდ აიზენბიხლერი ჰყავდა. საბოლოოდ, საკმარისად შორს გადახტა იმისთვის, რომ ლიდერობა შეენარჩუნებინა.

ამ მოგებით, მან მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. აქამდე ლიდერი გერმანელი კარლ გაიგერი იყო.

კობაიაშის ოთხი მთის დიდი სლემი ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს (2018-19 წლების სეზონში). თუ ამ მიღწევას გაიმეორებს, ბოლო ხუთ სეზონში, ეს მესამე დიდი სლემი იქნება. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, ეს გერმანელმა სვენ ჰანვალდმა შეძლო (2001-02 წლების სეზონში), რომლამდც სლემით ტურნირის მოგებას, 64 წელი ვერავინ ახერხებდა.

მეორე ადგილი სლოვენიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 22 წლის ლოვრო კოსმა დაიკავა, ვისაც ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ნახტომი ჰქონდა. მასზე უკეთესი მეორე ცდა ნორვეგიელ ჰალვორ ეგნერ გრანერუდს ჰქონდა, თუმცა ამით მხოლოდ 14 პოზიციით წინ წაიწია და საბოლოოდ, მერვე ადგილს დასჯერდა.

ოთხი მთის ორი ყოფილი ჩემპიონი, პოლონელი დავიდ კუბაცკი და მისი თანამემამულე კამილ სტოხი, გარმიშის შეჯიბრს პირველივე ნახტომის შემდეგ გამოეთიშნენ.

0.118082