ჩოგბურთი

23:09 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ავსტრალიის ღიაზე სათამაშოდ მზადაა

რაფაელ ნადალმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს. მან ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ის მელბურნ პარკის კორტზე ვარჯიშობს.

ნადალი ახლახანს, აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე გამოსვლისას, კორონავირუსით დაავადდა. მაშინ მან განაცხადა, რომ ავსტრალიაში თამაშთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებდა. „არავის უთხრათ, მე აქ ვარ“, - ტვიტერზე, თავის ფოტოს მიაწერა ნადალმა, ვინც მელბურნში დიდი სლემის 21-ე ტიტულისთვის იბრძოლებს.

35 წლის ნადალს ტერფის ტრავმის გამო, ოთხ თვეზე მეტი გაუცდა. გასულ სეზონში, საფრანგეთის ღია პირველობას ნახევარფინალში გამოეთშა, ტრავმის გამო კი უიმბლდონი, ტოკიოს ოლიმპიადა და აშშ-ის ღის პირველობა გააცდინა. აბუ დაბიში გამოსვლა მისთვის ერთგვარი მოთელვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებამ, მელბურნში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ესპანელს ავსტრალიის ღია პირველობა ერთხელ აქვს მოგებული, ოთხჯერ კი ფინალში დამარცხდა.

0.714657