ფეხბურთი

13:01 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის წინ რონალდოს შეცვლისთვის დაითხოვეს, ამჯერად - რონალდომ გაათავისუფლა

ორიოდ კვირის წინ რონალდომ „კრუზეირო“ შეიძინა და კლუბში პირველი ცვლილება განახორციელა - მთავარი მწვრთნელი დაითხოვა.

ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებით გუნდის მთავარი მწვრთნელის ვანდერლეი ლუშემბურგოს დაატოვებინეს. არადა, ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან 16 წლის წინ მადრიდის „რეალში“ ერთად მუშაობდნენ.

ბრაზილიელი სპეციალისტი „სამეფო კლუბს“ 2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე ავარჯიშებდა, ხოლო რონალდო მადრიდელთა რიგებში თამაშობდა და თუ ახლა სამსახურიდან "ფენომენმა" დაითხოვა, მაშინ რონალდოს გამო დაითხოვეს. მიზეზი? „ფენომენის“ შეცვლა ლუშემბურგოს ფლორენტინო პერესმა არ აპატია და ეს ისტორია 2016 წელს თავად სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა გაიხსენა.

„მადრიდის „რეალიდან“ „ხეტაფესთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ გამაგდეს. მატჩის მიწურულს რონალდო შევცვალე, თამაშის შემდეგ ფლორენტინო პერესმა დამიძახა და მითხრა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან გულშემატკივრებს შოუს ყურება მოსწონთ. ვუთხარი, რომ თუ ჩემით უკმაყოფილო იყო, შეეძლო გავეთავისუფლებინე და ასეც მოიქცა“, - თქვა ლუშემბურგომ.

ამ ამბიდან 16 წლის თავზე ამჯერად მას „კრუზეიროს“ თავკაცის პოსტის დატოვება მოუწია, ოღონდ რონალდოს შეცვლის გამო არა, უშუალოდ რონალდოს გადაწყვეტილებით...

0.127119