სხვა

0:25 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი მთის პირველი შეჯიბრი კობაიაშიმ მოიგო

საახალწლოდ სტარტი აიღო ტრამპლინიდან მხტომელთა პოპულარულმა, ოთხი მთის ტურნირმა, რომლის პირველი ეტაპიც გერმანიის ობერსტდორფში გაიმართა და ის იაპონელი რიოიუ კობაიაშის გამარჯვებით დასრულდა.

25 წლის მხტომელმა ორი ნახტომის (128.5 და 141 მეტრზე) ჯამში, 302 ქულა დააგროვა და 2.8 ქულით აჯობა ნორვეგიელ ჰალვორ ეგნერს (299.2 ქულა). მესამე ადგილიც ნორვეგიელმა, რობერტ იოჰანსონმა დაიკავა. კობაიაშისთვის ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული 23-ე გამარჯვებაა.

იაპონელმა ამ 23-დან ოთხი გამარჯვება მიმდინარე სეზონში მოიპოვა. წინა სამს ენგელბერგში (შვეიცარია), კლინგენთალში (გერმანია) და რუკაში (ფინეთი) მიაღწია.

ამ მოგებით, მან აბსოლუტური ჩათვლის ლიდერთან, გერმანელ კარლ გაიგერთან, ვინც ობერსტდორფში მხოლოდ მეხუთე ადგილს (295.9 ქულით) დასჯერდა, ჩამორჩენა შეამცირა.

„კარგი ამინდ იყო და ნახტომი უკეთესი უნდა გამომსვლოდა, მაგრამ არაუშავს. შეჯიბრის დაწყებამდე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვგრძნობდი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, კარგი შეჯიბრი იყო“, - განაცხადა გაიგერმა.

0.119654